ამანდა საიფრიდმა ABC News-თან ინტერვიუში Mamma Mia!-ს მესამე ნაწილთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.
გულშემატკივრები აქტიურად განიხილავენ, რომ სოფის შვილის როლში საბრინა კარპენტერის ნახვა სურთ. საბრინამ Short ‘N Sweet ტურზე რამდენჯერმე შეასრულა ABBA-ს სიმღერა, Mamma Mia.
ამანდასა და საბრინას შორის ასაკის სხვაობა სულ რაღაც 13 წელია და დედა-შვილის როლში ეს ორი რთული წარმოსადგენია. ABC News-ის წამყვანმა ამანდას ამ თემაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. მსახიობის თქმით, ცოტა მაკიაჟია საჭირო და შეუძლია საბრინას დედის როლი უპრობლემოდ შეასრულოს. ამანდამ ინტერვიუში რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ საბრინას დიდი გულშემატკივარია და სიამოვნებით გაუწევდა პარტნიორობას ფილმში.
წამყვანის კითხვაზე, გამოვა თუ არა ფილმის მესამე ნაწილი, ამანდამ უპასუხა, რომ ყველა ამაზე საუბრობს, თუმცა მსახიობს ჯერ სცენარი არ უნახავს.
შეგახსენებთ, Mamma Mia!-ს პირველი ნაწილი 2008 წელს გამოვიდა.
10 წლის შემდეგ კი, 2018 წელს, მიუზიკლის მეორე ნაწილით, Mamma Mia! Here We Go Again, გაგვანებივრეს მაყურებელი.
ფილმის მესამე ნაწილის გადაღებაზე აქტიურად საუბრობენ, მაგრამ ოფიციალურად ფილმის გამოსვლის თარიღი არ დაანონსებულა.