ირაკლი კობახიძე: ოთხჯერ გაიზარდა სპორტის წლიური დაფინანსება 2012 წლიდან დღემდე - შემთხვევით არ შეიძლება მოხდეს ის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 30 წლის თავზე ჩვენ გვაქვს პირველი მიღწევა ყველა სახეობაში

ირაკლი კობახიძე: ოთხჯერ გაიზარდა სპორტის წლიური დაფინანსება 2012 წლიდან დღემდე - შემთხვევით არ შეიძლება მოხდეს ის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 30 წლის თავზე ჩვენ გვაქვს პირველი მიღწევა ყველა სახეობაში

ოთხჯერ გაიზარდა სპორტის წლიური დაფინანსება 2012 წლიდან დღემდე. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხელს უწყობს სპორტის წარმატებას სხვადასხვა მიმართულებით, შემთხვევით არ შეიძლება მოხდეს ის, რომ 30 წლის

თავზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ გვაქვს პირველი მიღწევა ყველა სახეობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

თავრობის მეთაურის თქმით, დაიწყება ორ მილიარდიანი პროგრამა, იმისათვის, რომ განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა.

„გარდა იმისა, რომ სპორტში სახელმწიფო ინვესტიციები გაიზარდა, პირველ რიგში, ეს წარმატებები არის ქართული გენის დამსახურება. განსაკუთრებული სპორტული ნიჭი გვაქვს ქართველებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ნიჭსაც სჭირდება ხელშეწყობა და ამ მიზნით ოთხჯერ გაიზარდა სპორტის წლიური დაფინანსება 2012 წლიდან დღემდე. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხელს უწყობს სპორტის წარმატებას სხვადასხვა მიმართულებით, შემთხვევით არ შეიძლება მოხდეს ის, რომ 30 წლის თავზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ გვაქვს პირველი მიღწევა ყველა სახეობაში. ფეხბურთში პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, კალათბურთში პირველად გავედით  მსოფლიო ჩემპიონატზე. წყალბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე. ხელბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, მორაგბეებმა პირველად მოუგეს ექვსი ერის გუნდებს. გვქონდა უმაღლესი შედეგი ოლიმპიურ თამაშებზე და უმაღლესი შედეგი ისტორიაში პარალიმპიურ თამაშებზე. შემთხვევით ვერ მოხდება, როცა 30 წლის თავზე გაქვს ყველა მიმართულებით უპრეცედენტო შედეგი. ამას განაპირობებს რა თქმა უნდა, მხარდაჭერაც, შესაბამისად, ჩვენი ვალია, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ სპორტის მხარდაჭერა და ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ დაიწყება ორ მილიარდიანი პროგრამა, იმისათვის, რომ განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა. ძალიან გაზრდილია მოთხოვნა სპორტზე, განსაკუთრებით ბავშვებში და ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს ამ გაზრდილ მოთხოვნას. მანამდე თუ დასდევდნენ ბავშვებს, რომ შეეყვანათ ფეხბურთზე, კალათბურთზე და ა.შ, ახლა იმხელა მოთხოვნაა, რომ უბრალოდ, ვერ აუდიან. ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ გაზრდილ მოთხოვნას ვუპასუხოთ სათანადო ინფრასტრუქტურით. როგორც ქალაქებში, ასევე, რეგიონებში, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება. მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები, ეს იქნება პროგრამის ერთ-ერთი გამოკვეთილი შემადგენელი ნაწილი. სპორტული მოედნები, სტადიონები და ა.შ, ყველა მიმართულებით ჩაიდება ძალიან დიდი ინვესტიცია", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისში აშენდება ულტრათანამედროვე სტადიონი, რომელიც უპასუხებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნას.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რაც გვაქვს ასახული საარჩევნო პროგრამაში, უკავშირდება თბილისის ახალ, ულტრათანამედროვე სტადიონს, რომელიც უპასუხებს ყველა მოთხოვნას, ფიფას და უეფას მოთხოვნებს მათ შორის და ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თბილისში ვუმასპინძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს. ამისათვის გვჭირდება 70 000-იანი სტადიონი. უკვე ვმუშაობთ კონცეფციაზე. ბრიტანული სტილის, თანამედროვე სტადიონი გვინდა ავაშენოთ, და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან კარგი საჩუქარი ქართველი გულშემატკივრებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.