ნიკოლოზ სამხარაძე: იმედი მქონდა, ევროპარლამენტი რეზოლუციაში მოუწოდებდა, რომ „ვივამედის“ ექიმები ნობელის პრემიაზე წარედგინათ მედიცინის დარგში, რადგან მათ მოახერხეს შეუძლებელი და განკურნეს დემენციით დაავადებული ადამიანი

იმედი მქონდა, ევროპარლამენტი რეზოლუციაში მოუწოდებდა, რომ „ვივამედის“ ექიმები ნობელის პრემიაზე წარედგინათ მედიცინის დარგში, რადგან მათ მოახერხეს შეუძლებელი და განკურნეს დემენციით დაავადებული ადამიანი, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

„როგორ შეიძლება რომელიმე ამ ჩანაწერზე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ?! ეს უკვე აღარც სამარცხვინოა და საერთოდ არაფერში წერია“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო.