იურგენ კლოპი იანვრიდან ფეხბურთში დაბრუნდება, მაგრამ მწვრთნელის რანგში - არა. გერმანელი Red Bull-ის გლობალური ხელმძღვანელი გახდება.
Red Bull-ის კონტროლის ქვეშ მყოფი გუნდები არიან „ლაიფციგი“ (გერმანია), „ზალცბურგი“ (ავსტრია), „ლიდსი“ (ინგლისი), „ნიუ იორკი“ (აშშ), „ომია არდია“ (იაპონია) და „ბრაგანტინო“ (ბრაზილია).
კლოპი ამ კლუბებს თავის გამოცდილებას, ცოდნას და კონტაქტებს გაუზიარებს, ასევე დაეხმარება საფეხბურთო გუნდებს სტრუქტურების გაუმჯობესებაში და კონტაქტი ექნება მწვრთნელებთან.
გერმანული მედიის ცნობით, კონტრაქტში იქნება პუნქტი, რომელიც მას საშუალებას მისცემს სამსახური დატოვოს, თუ სასურველ შეთავაზებას მიიღებს მწვრთნელობის შესახებ, განსაკუთრებით ეროვნული ნაკრებიდან.