არჩილ გორდულაძე „გორბის“ კვლევაზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრებს თავზე ცა ჩამოექცათ და აღარაფერი აქვთ სათქმელი

არჩილ გორდულაძე „გორბის“ კვლევაზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრებს თავზე ცა ჩამოექცათ და აღარაფერი აქვთ სათქმელი

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრებს თავზე ცა ჩამოექცათ და აღარაფერი აქვთ სათქმელი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ „გორბის“ კვლევების შეფასებისას.

„ძალიან საგულისხმოა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრებს თავზე ცა ჩამოექცათ და აღარაფერი აქვთ სათქმელი. ისინი გაურბიან კითხვებს, ან ცრუ ნარატივებით არიან ხოლმე ამ კითხვის საპასუხოდ დაკავებულები. მათ არაფერი აქვთ სათქმელი ქართველი ხალხისთვის. არავითარი გეგმა არ აქვთ გარდა ერთისა, რომ ქვეყანაში როგორმე არეულობა შემოიტანონ და სწორედ ამიტომ არის, რომ ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. რაც არ უნდა სცადონ, რა აგრესიით, ზიზღის კამპანიითაც არ უნდა იყვნენ გამორჩეულები, ყოველთვის კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ და ქართველი ხალხი ყოველთვის მიიღებს ერთადერთ გადაწყვეტილებას - გვერდით დაუდგეს ერთადერთ ეროვნულ გუნდს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.