დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.
ერთ-ერთი ასეთი პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-6 და მე-12 კორპუსების მიმდებარედ, თოხაძის ქუჩაზე, ცაბაძის ქუჩის N15-სა და კერესელიძის ქუჩის N1-ში ჯამში ასფალტის საფარი 3800 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 260 000 ლარი გამოიყო.