ირაკლი რუხაძე: უკვე თვე-ნახევარია კანონი მუშაობს. ვინმეს გაგიგიათ, რომ ტელევიზია დაიხურა? გაგიგიათ, რომ რომელიმე „ენჯეო“ დაიკეტა?

ირაკლი რუხაძე: უკვე თვე-ნახევარია კანონი მუშაობს. ვინმეს გაგიგიათ, რომ ტელევიზია დაიხურა? გაგიგიათ, რომ რომელიმე „ენჯეო“ დაიკეტა?

მითხარით, როგორ გამოვიყენეთ ბოროტად ეს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც თვე-ნახევარია უკვე მუშაობს?! ამას გადაგვაყოლეს და ამის გამოა, დღემდე რომ გვასანქცირებენ, რომ სადღაც გადავუხვიეთ და საიდან გადავუხვიეთ?!, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ.

„ეს კანონი ხომ ჩემი საყვარელი მაგალითია! ყველა იძახდა, რომ არც ერთი ტელევიზია არ უნდა დარჩენილიყო, როგორც კი კანონი ამოქმედდებოდა. უკვე თვე-ნახევარია, კანონი მუშაობს. ახლახან, შევხვდი და ვკითხე, რატომ ხართ აქ? რამდენიმე თვის წინ რომ ხვდებოდით უცხოელებს, ხომ ეუბნებოდით, რომ მეორე დღესვე დაიკეტებოდით?! ვინმეს გაგიგიათ, რომ ტელევიზია დაიხურა? გაგიგიათ, რომ რომელიმე „ენჯეო“ დაიკეტა? და ყველანი აცხადებდნენ, რომ დაიხურებოდნენ. თავის თანამშრომლებს აშინებდნენ, რომ ხელფასები არ ექნებოდათ. რატომ? იმიტომ, რომ რუსული კანონია და რუსეთი როგორც მოიქცა თავისთან, ასევე მოიქცევა „ქართული ოცნებაო“. ასევე მოიქცა?! 2-3 კვირა დარჩა არჩევნებამდე, თვე-ნახევარია კანონი მუშაობს. ვითომ ხომ ამიტომ შემოიღეს, რომ ეს ორგანიზაციები გაენეიტრალებინათ. გააკეთეს ეს? ამიტომ ვერ იქნება ეს რუსული კანონი, რადგან საქართველოში შეუძლებელია ამ მედიის პირობებში, რომ ისე მოიქცნენ, როგორც ამ კანონს ვიღაც მოექცეოდა ჩვენს სამეზობლოში. ამიტომ არის შეუძლებელი და არც გაუკეთებიათ.

ახლა რა ვუყოთ ამ „რუსულ კანონს?“, ამაზე გადაგვაყოლეს ხომ? სულ ამ „რუსულ კანონს“ არ იძახიან?! რუსული იმ კანონში არაფერია, არის გამჭვირვალობის კანონი. ჩემი აზრით, ბევრად უფრო ძლიერი კანონი უნდა მიგვეღო. როგორც ინგლისის ელჩმა მითხრა, თქვენ ეს კი არ უნდა მიგეღოთ, კანონი უნდა მიგეღოთ, რომ „ენჯეოებს“ არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკაში ჩარევის უფლებაო. თუ ჩხიკვს იცავს და ამიტომ არის შექმნილი, როდესაც ჩხიკვის თემის განხილვაა პარლამენტში, მივიდეს და ილაპარაკოსო, მაგრამ რაღაც სხვა თემები რომ არის, აკრძალული უნდა ჰქონდეს პოლიტიკაში ჩარევა. ანუ ეს კანონი კი არ უნდა მიგეღოთო...

მითხარით, როგორ გამოვიყენეთ ბოროტად ეს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც თვე-ნახევარია უკვე მუშაობს?! ამას გადაგვაყოლეს და ამის გამოა დღემდე რომ გვასანქცირებენ, რომ სადღაც გადავუხვიეთ და საიდან გადავუხვიეთ?! სად არის ის გზა?!“, - აღნიშნა რუხაძემ.