მე არ ვეთანხმები იმას, რომ რატომღაც აშშ-ს უნდოდა, რომ [2008 წელს] დაგვეწყო ომი რუსეთთან, - ასე უპასუხა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ლევან გაჩეჩილაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ამერიკელებმა კულუარულად უთხრეს, „ვერაფრით მოგცემდით პრეზიდენტობას“, რადგან შენ ომს არ დაიწყებდიო“.
„როცა ამერიკის ელჩს შევხვდით საქართველო-ამერიკის ბიზნეს ასოციაციის შეხვედრაზე, მოვიდა აგვისტოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და გვითხრა, რომ თქვენ ხართ დიდი ბიზნესმენები, ყველას მიგიწვდებათ ხმა თქვენს მთავრობასთან. ეს მთავრობა აპირებს რაღაც სისულელე გააკეთოს, მიდით და გააჩერეთ. ეს იყო [ჯონ] ტეფტის სიტყვები“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.