ირაკლი რუხაძე: აშშ-ში პრეზიდენტს არ ირჩევენ საქართველოს გამო, ირჩევენ ამერიკელების ინტერესების დასაცავად. ჩვენც უნდა ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც დაიცავს მხოლოდ ჩვენს ინტერესებს

ირაკლი რუხაძე: აშშ-ში პრეზიდენტს არ ირჩევენ საქართველოს გამო, ირჩევენ ამერიკელების ინტერესების დასაცავად. ჩვენც უნდა ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც დაიცავს მხოლოდ ჩვენს ინტერესებს

ამერიკას საქართველოსთვის ცუდი კი არ უნდა, მას აქვს თავისი მიზნები და იმ მიზნებს აღწევს. 80% შეიარაღების მსოფლიოში იხარჯება ან აშშ-ს ფულით ან თვითონ ყიდულობს. წამლების 90% იგონებენ ერთ ქვეყანაში, ეს ქვეყანა რომ არ იყოს სულ სხვანაირი წამლები გვექნებოდა, ხელოვნური ინტელექტის ჩიპიც ერთ ქვეყანას აქვს. ამერიკა არის ამერიკა და მან რომ რაღაც გადაწყვიტა, რომ შენს სამეზობლოში გააკეთოს, შენ ის კარგად უნდა გაიგო, კარგად უნდა გაიაზრო და უნდა შეეცადო, რომ ისე გააკეთო, ნაკლებად დაგაზიანოს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„საქართველო ძალიან საინტერესო ადგილასაა, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო დიდი იმპერიების საჯილდაო ქვა და საჭიდაო ადგილი. რომის იმპერია, ბიზანტია, არაბები, მონღოლები, სპარსელები და ა.შ. ჩვენ როგორც ქვეყანა ვარსებობდით, ამ პერიოდში ხან გამაჰმადიანებას გვთხოვდნენ, ხან რაღაცას.

ფუნდამენტურად არაფერი იცვლება. დღეს არის სხვა იმპერიები ანუ ძალიან დიდი სახელმწიფოები, რომლებიც თავიანთ ადგილს იმკვიდრებენ მსოფლიოში, მათში გამონაკლისი ამერიკაა, რომელიც პირველად დარჩა 30 წლის წინ მარტო და ჩამოაყალიბა, როგორ უნდა გააკეთოს ისე, რომ მუდმივად მარტო იყოს, ეს ახლა იცვლება.

ჯეფრი საქსი ხომ ლაპარაკობს, რომ რუსეთს და პოლონეთს როცა ვეხმარებოდითო, პოლონეთზე ფულს მაძლევდნენ და რუსეთზე არ მაძლევდნენო. მეუბნებოდნენ ის მაინც საფრთხეაო. ჩინეთი იყო რუსეთისხელა ქვეყანა ეკონომიკით, თუმცა ბევრად უფრო ღარიბი იყო ერთ სულ მოსახლეზე. ჩინეთში აშშ-მ გადაწყვიტა რომ ეკონომიკურად აეყვავებინა, რადგან ფიქრობდნენ, რომ საბაზრო ეკონომიკა გამოიწვევს დემოკრატიზაციას.

ჩვენ მეტი დიალოგი გვჭირდება ამერიკასთან და მეტი დიალოგი გვჭირდება რუსეთთან. მე ძალიან მიყვარს ამერიკა. აშშ-ში პრეზიდენტს არ ირჩევენ საქართველოს გამო, აშშ-ში პრეზიდენტს ირჩევენ მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელების ინტერესები დაიცვან. ჩვენც უნდა ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც დაიცავს მხოლოდ ჩვენს ინტერესებს. მოირგებს ყველა მეზობელ ქვეყანას მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.