საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ „იმედი LIVE“-ში აშშ-დან ჩართვისას შიდა პოლიტიკაში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ „ენჯეოებს“ ნორმალურ, დემოკრატიულ სისტემაში წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივი საკითხების განხილვაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აქვთ იმის ძალაუფლება, რომ ყოველი არჩევნების პერიოდში სახელმწიფო მიიყვანონ რევოლუციამდე.
„ენჯეოებს“ ნორმალურ, დემოკრატიულ სისტემაში წვლილი შეაქვთ სოციო-კულტურული, საზოგადოებრივი საკითხების განხილვაში. მაგრამ არავითარ შემთხვევაში „ენჯეოებს“ არ აქვთ იმის ძალაუფლება, რომ ყოველი არჩევნების პერიოდში ესა თუ ის სახელმწიფო მიიყვანონ რევოლუციამდე. ამის პრეცედენტი მე არ ვიცი, ვინმეს თუ აქვს, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ, მაგრამ „ენჯეოების“ როლი ისეთი სახით, როგორიც ჩვენთან არის, არის ექსტრემისტული, ექსტრემალური როლი. ანუ მათ ისეთი ძალაუფლება აქვთ, რომ შეუძლიათ, რადიკალურად დაძაბონ შიდაპოლიტიკური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში და არ მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ, მაგრამ დაძაბონ სიტუაცია და საფრთხეები შეუქმნან ლეგიტიმურად, დემოკრატიულად არჩეულ სახელმწიფოს - იქნება ეს „ქართული ოცნება“ თუ ნებისმიერი სხვა. ამიტომ ის, რომ „ენჯეოებს“ ასეთი ძალაუფლება აქვთ დემოკრატიულ, გახსნილ საზოგადოებებში, როგორიც აქვთ საქართველოში, ეს არის გაუგონარი.
მაგრამ მათი როლი კონსოლიდირებულ საზოგადოებაში, სადაც ისინიც ემსახურებიან კანონს, არის კონსტრუქციული. დადებითი როლი აქვთ მათ - ატარებენ კვლევებს, წერენ თემებს, კონგრესს თუ სახელმწიფო დეპარტამენტს სთავაზობენ გარკვეულ ხედვებს არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდა პოლიტიკაზეც. საერთო ჯამში ისინი დადებით ხასიათს ატარებენ, მაგრამ არც ერთ დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანაში ისეთი ძალაუფლება მათ არ აქვთ, როგორიც აქვთ საქართველოში. ალბათ უკრაინაც გამონაკლისია ამ მხრივ. ამიტომ ეს არის ძალიან ყურადღება მისაქცევი“, - განაცხადა ლაშა კასრაძემ.
მან გამჭვირვალობის კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება, იცოდეს, თანხები საიდან შემოდის.
„ძალაუფლება „ენჯეოებს“ ჩამოყალიბებულ, კონსოლიდირებულ დემოკრატიებში, რომლისკენაც, იმედი მაქვს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდათ, რომ წავიდეთ, ნამდვილად არ გააჩნიათ“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.