ლაშა კასრაძე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე: უდავოდ, ტრამპის გამარჯვება ჩვენთვის ალბათ უფრო უკეთესი იქნება, მაგრამ აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ტრამპის გამარჯვება არ ნიშნავს, რომ გააკეთებს იმას, რაც უნდა

ლაშა კასრაძე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე: უდავოდ, ტრამპის გამარჯვება ჩვენთვის ალბათ უფრო უკეთესი იქნება, მაგრამ აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ტრამპის გამარჯვება არ ნიშნავს, რომ გააკეთებს იმას, რაც უნდა

საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში აშშ-დან ჩართვისას შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დონალდ ტრამპის გამარჯვება უკეთესი იქნება. თუმცა, ანალიტიკოსმა აქვე დასძინა, რომ „აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“.

„მე ვახსენე „ღრმა სახელმწიფო“. ეს „ღრმა სახელმწიფო“ არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც კომიტეტი, 5 კაცი ზის და მართავს ქვეყანას. არა, ეს არის ადმინისტრაციული, ბიუროკრატიული, იდეოლოგიური წყობა, უდავოდ პატრიოტები არიან თავიანთი ქვეყნის. მათ გააჩნიათ გარკვეული ხედვა, სად უნდა იყოს ამერიკა მსოფლიოში და ამის მიხედვით ახორციელებენ თავიანთ პოლიტიკას. ეს ისტებლიშმენტი, რომელსაც ჰქვია ნეოლიბერალური-ნეოკონსერვატიული ისტებლიშმენტი შეერთებულ შტატებში ძალიან ძლიერია. ტრამპის გამარჯვება არ ნიშნავს იმას, ტრამპი ერთი ხელის მოსმით მათ დააბალანსებს ან გააკეთებს იმას, რაც მას უნდა. ეს გათვალისწინებული უნდა გვქონდეს აუცილებლად.

პრეზიდენტი ერთია, მაგრამ მის უკან მდგარი სისტემა ძალიან ძლიერია. ჩემი აზრით, უკრაინისადმი უფრო რადიკალურად შეეწინააღმდეგება ტრამპი იმიტომ, რომ მას ნამდვილად არ უნდა ამ ომის გაგრძელება უსასრულობამდე. ტრამპის ინსტინქტი რეალიზმზე მორგებული ინსტინქტია და აქედან გამომდინარე მას არ უნდა პუტინთან სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა.

საქართველოს მიმართ, მეც ვფიქრობ, რომ შემსუბუქდება სიტუაცია, კოსმეტიკურ დონეზე მაინც, შეიძლება შერბილდეს რიტორიკა, მაგრამ ამას მაინც ეჭვის თვალით ვუყურებ სწორედ იმიტომ, რომ მას შეეწინააღმდეგება ეს სისტემა. რაც შეეხება კამალა ჰარისს, ის რა თქმა უნდა, ამ სისტემის ნაწილია. ის იქნება ამ სისტემის გავლენის ქვეშ რადიკალურად უფრო ღრმად, ვიდრე შეიძლება იყოს ტრამპი. ანუ აქ შეფარდებითი ცვლილებებია მოსაყვანი და არა აბსოლუტური.

ანუ საბოლოო ჯამში ჩვენთვის მარგინალური მოგება იქნება რა თქმა უნდა, ტრამპის გამარჯვება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ ნიშნავს, რომ რადიკალურად შეიცვლება ჩვენ მიმართ პოლიტიკა და გვეტყვიან, კი ბატონო, რუსეთის მიმართ რაც გინდათ, ის ქენით", - განაცხადა ლაშა კასრაძემ.