ლაშა კასრაძე: ნატოს გავრცელება - ეს არის გულისცემა ყველა იმ პრობლემისა, რაც დღეს ხდება, მათ შორის ჩვენს მეგობარ უკრაინასა და უფრო ნაკლები ინტენსიურობით საქართველოშიც

ლაშა კასრაძე: ნატოს გავრცელება - ეს არის გულისცემა ყველა იმ პრობლემისა, რაც დღეს ხდება, მათ შორის ჩვენს მეგობარ უკრაინასა და უფრო ნაკლები ინტენსიურობით საქართველოშიც

პირველი შეცდომა, რომელიც დაუშვა შეერთებულმა შტატებმა, იყო ის, რომ იგნორირება გაუკეთა სერიოზულ ხალხს, ვინც აფრთხილებდა მათ. ყველა დიდი მოაზროვნე, დიპლომატებთან ერთად აფრთხილებდა ჯორჯ ბუშ უფროსის თეთრ სახლს და შემდგომ უკვე კლინტონის თეთრ სახლს, რომ ბრმა და იდეოლოგიური გავრცელება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის, მიგვიყვანდა იქამდე, სადამდეც მივედით, - განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა ლაშა კასრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ნატოს გავრცელება - ეს არის გულისცემა ყველა იმ პრობლემისა, რაც დღეს ხდება მათ შორის ჩვენს მეგობარ უკრაინასა და უფრო ნაკლები ინტენსიურობით საქართველოშიც.

2008 წელი ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მიზეზობრივი კავშირი იმ ომის, საერთო ჯამში აღებული, არის ეს ნეოლიბერალური, ინტერნაციონალიზმის ბრმა გავრცელება იდეოლოგიურ ჩარჩოებში.

ამ ყველაფრის წინააღმდეგ აფრთხილებდნენ თეთრ სახლს, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთისკენ გამოიწვევდა ჩვენს რეგიონში იმ პრობლემებს, რა პრობლემების წინაშეც დღეს საქართველო დგას“, - აღნიშნა ლაშა კასრაძემ.