გიული ალასანია სააკაშვილის ფორმა 100-ის გაყალბებაზე: ეს არის შეთითხნილი პასკვილი, ისე როგორც ყველაფერი

გიული ალასანია სააკაშვილის ფორმა 100-ის გაყალბებაზე: ეს არის შეთითხნილი პასკვილი, ისე როგორც ყველაფერი

ეს არის შეთითხნილი პასკვილი, ისე როგორც ყველაფერი, - განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ფორმა 100-ის არაკანონიერი გზით გაცემის საკითხს.

„ქრონიკა“ ამავე თემაზე ესაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ჩალაძესაც. კითხვაზე - რაში დასჭირდა მიხეილ სააკაშვილს კანონის გვერდის ავლით ფორმა 100-ის მოპოვება, ჩალაძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა, შეკითხვების გამეორების შემდეგ კი ასე უპასუხა:

„ეს არის თავისუფალ პროფესიაზე - ექიმებზე თავდასხმა, თავისუფლად მსუნთქავი ბიზნესი მოგუდვის მცდელობა. ინტერვიუ დამთავრებულია“.

„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა მამუკა გოგიბერიძემ, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტეფექტში“ მუშაობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს და კლინიკურად არ შეუფასებია.

კარლო მთელი თქვენი ოჯახია ყალბი და ავანტურისტი
1 თვის უკან