მიხეილ სააკაშვილის „ქეისი“ მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ყალბია, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის შეკითხვას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ შედგენილი ფორმა N100-ის შესახებ.
მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებები და სიბინძურეები არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდება, თუმცა საბოლოოდ, ქვეყანაში მშვიდობა გაიმარჯვებს.
„ზოგადად, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული „ქეისი“ ყალბია. გვახსოვს, როგორი კამპანია მიმდინარეობდა - რიგი უცხოელი მაღალჩინოსნები აკეთებდნენ განცხადებებს, მოწოდებებს. რეზოლუციებიც კი აქვთ მიღებული, გამოუშვით ციხიდან, მისი მდგომარეობა მძიმეაო. დღეში 30-ჯერ კვდებოდა, რეალობა კი ვიცით, რაც იყო. ყველა სიბინძურეს გამოიყენებენ საარჩევნოდ. იქნება მსგავსი განცხადებები და შემოტევები. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში აუცილებლად მშვიდობა გაიმარჯვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.