არცერთი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტარ დანილო დელა ველესთან

არცერთი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტარ დანილო დელა ველესთან

ექსკლუზიური ინტერვიუ ევრო პარლამენტარ დანილო დელა ველესთან. ევრო დეპუტატი საქართველოს შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ არცერთი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში.

„ამჟამად ევროპაში დიდი პრობლემა გვაქვს, რადგან ომია. ვიცით, რომ ეს მნიშვნელოვანი პერიოდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს კარგი პროცესი, რომელიც მშვიდობამდე მიგვიყვანს. ვფიქრობთ, ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის მშვიდობა და დიპლომატია. იმედი გვაქვს, თქვენ [საქართველო] წაახალისებს ყველა აქტორს, რომ იმუშაონ მშვიდობისთვის. იქნებ საქართველოს თავადაც ჰქონდეს როლი ამ პროცესში, რადგან საქართველომ კარგად იცის რას ნიშნავს ომი რუსეთთან. არცერთი ქვეყანა არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. არც რუსეთი, არც ევროკავშირი და არც აშშ-ი არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის არჩევნებში“, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

მერაბ.g არ უნდა ერეოდნენ, მაგრამ ერევიან! დრო მოვა და აშს ცხვირს მწარედ წაიტეხავს ამ და მსგავს უგუნურობაზე!
1 თვის უკან