ილჰამ ალიევი: აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებით მანიპულირებს

ილჰამ ალიევი: აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებით მანიპულირებს

აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს და აჩერებს მაშინ, როცა მას ეს სჭირდება, - ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ჯებრაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. ალიევის გამოსვლა პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 1992 წელს შემოიღო, მაგრამ 9 წლის შემდეგ შეაჩერა.

„რატომ? იმიტომ, რომ მათ დაიწყეს ავღანეთის ოკუპაცია და აზერბაიჯანი დასჭირდათ. ვიდრე ავღანეთში რჩებოდნენ, აშშ-ის პრეზიდენტი ყოველწლიურად აჩერებდა სანქციებს. როგორც კი ისინი მთელი მსოფლიოს თვალწინ იქიდან გაიქცნენ, ისევ დააწესეს სანქციები ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა ალიევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამასთან, ვაშინგტონი აცხადებს, რომ ბაქოსთან მეგობრობა სურთ.

„რა მეგობრობაზე შეიძლება იყოს საუბარი?“ - განაცხადა ალიევმა.

აშშ-მა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა ბაქომ მთიან ყარაბაღში ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც არაღიარებულმა რესპუბლიკამ 2024 წლის 1 იანვარს არსებობა შეწყვიტა. კერძოდ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თხოვნით აშშ-ის პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსმა და კონგრესის 75-მა წევრმა მიმართეს.

2024 წლის აპრილში აშშ-ის წარმომადგენელმა პალატის წევრმა დინა ტიტუსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არცახში ბაქოს მოქმედებების და „პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიების გამო“ 44 აზერბაიჯანელი ჩინოვნიკის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მოამზადა.

მერაბ.g ხედავთ? აშშ სანქციებით არა მარტო ჩვენ, ემუქრება აზერებსაც; დაწერებული აქვს მთლიანად ან ნაწილობრინ რუსეთისთვოს, ბელორუსისთვის, სირიისთვის, ჩინეთისთვის, ჩრდ კორეისთვის, ირანისთვის, ვენესუელასთვის ... და კიდევ აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ოცამდე ქვეყნისთვის!
ქვეყანა თავზე რომ ენგრევათ იმას მიხედონ ურჩევნიათ - პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვიით დასდევენ, ჰოლივუდი და ამერიკის სახე ვარსკვლავები გარყვნილებასა და პედოფილიაშია ჩაძირული ... ცოტა ხნის წინ ისტორიული ძეგლები დაანგრიეს ...
4 კვირის უკან