ქეთევან ჩაჩავა: გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც  რეპუტაციის შემლახავ, არასწორ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს

ქეთევან ჩაჩავა: გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც  რეპუტაციის შემლახავ, არასწორ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს

ნამდვილად გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული ნატალი ჯახუტაშვილის შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც  რეპუტაციის შემლახავ, არასწორ, გადაუმოწმებელ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს, -  ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ჩაჩავა, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „მთავარი არხის“ ეთერში, ჟურნალისტმა ნატალი ჯახუტაშვილმა არასწორი და ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიმართ, კერძოდ, CDD მტკიცებით ფორმაში მოიხსენია როგორც „სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაცია“ (GONGO), "რაც არა მხოლოდ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ ზიანს აყენებს ორგანიზაციის საქმიან რეპუტაციას და სანდოობას."

ქეთევან ჩაჩავა აღნიშნავს, რომ ასეთი ცილისმწამებლური და ცრუ “იარლიყი” ძირს უთხრის წლების განმავლობაში ორგანიზაციის ერთგულ მუშაობას საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის.

"ნამდვილად გულდასაწყვეტი და სამწუხაროა „მთავარი არხის“ ეთერში გასული ნატალი ჯახუტაშვილის შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური სიუჟეტი, რომელიც  რეპუტაციის შემლახავ, არასწორ, გადაუმოწმებელ და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს. ასეთი ცილისმწამებლური და ცრუ “იარლიყი” ძირს უთხრის წლების განმავლობაში ჩვენს ერთგულ მუშაობას საქართველოს დემოკრატიული, ევროპული და ევროატლანტიკური განვითარებისთვის.

მიუხედავად ამისა, მაქვს იმედი და მჯერა, რომ „მთავარი არხი“ გაატარებს საჭირო ნაბიჯებს ამ შეცდომის გამოსასწორებლად და დაიცავს იმ ჟურნალისტურ სტანდარტებს, რომლებიც ყველასთვის ღირებულია. სიმართლე და სამართლიანობა აუცილებელია და მჯერა, რომ ის აღდგება." - წერს ქეთევან ჩაჩავა.

მერაბ.g უს ცალ ფეხზე მდგომი ასოები აშშ, დანიის, დერმანიის და სხვათა ფულებით არ ფინანსდება? თუ უცხოური ფულებით ქვეყნის დამანგრეველი "მოღვაწეობა" საამაყოა და აქაურით მართლა არასამთავრობოებრივი საქმიანობა საძრახისი?
4 კვირის უკან