ექიმს არ უნახავს პაციენტი და არ განხორციელებულა მისი კლინიკური შეფასება, - განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თენგო საჩალელმა.
როგორც მან „ქრონიკასთან“ საუბარში აღნიშნა, დოკუმენტი ვერ ჩაითვლება ვალიდურად.
„შესწავლით დადგინდა, რომ ექიმს არ უნახავს პაციენტი და არ განხორციელებულა მისი კლინიკური შეფასება. გაცემული არის ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, ფორმა 100, რომელიც არ არის აღრიცხული სპეციალურ ჟურნალში. კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, არ იყო ინფორმირებული აღნიშნული ცნობის გაცემის თაობაზე. ასევე, დატანილი კლინიკის ბეჭედი და ფაქსიმილე გამოყენებულია მასთან შეთანხმების გარეშე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნული ფორმა 100 ვერ ჩაითვლება ვალიდურად“, - განაცხადა თენგო საჩალელმა.
„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს.