„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, Facebook-ის რეკლამებში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 34 000 დოლარი დახარჯა.
მელიას ოფიციალური გვერდის მონაცემებში აღნიშნულია, რომ მას 2024 წლის 3 სექტემბრიდან ამავე წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით, რეკლამებში 34 000 დოლარზე მეტი აქვს დახარჯული.
ასევე ცნობილია, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ყრილობაზე მისი სიტყვით გამოსვლის ამსახველი მხოლოდ ერთი ვიდეოს რეკლამისთვის, ნიკა მელიამ 8 000 დოლარი დახარჯა.