როგორც ლეგენდარული მუსიკოსი, ნაწილობრივ ხუმრობით, ამბობს, "ბევრი აღარ დარჩენია" და სურს დრო ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს დაუთმოს.
მომღერალმა განცხადება სამშაბათს ნიუ იორკის კინოფესტივალზე გააკეთა, სადაც დისნეი პლიუსმა მის ცხოვრებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის, ელტონ ჯონი: არასდროსაა გვიანი, პრემიერა წარადგინა.
"მართალი გითხრათ, ბევრი არ დამრჩენია. არ მაქვს ადენოიდები ან აპენდიქსი. მე არ მაქვს პროსტატა. მე არ მაქვს არც მარცხენა მუხლი, არც მარჯვენა მუხლი, არც მარჯვენა თეძო. ფაქტობრივად, ერთადერთი რაც დამრჩა არის ჩემი მარცხენა თეძო. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც აქ ვარ, რადგან თქვენ ხართ ჩემი წარმატების მიზეზი და ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ" — ნაწილობრივ ხუმრობით განაცხადა ელტონმა.
მუსიკოსმა მადლობა თავის ქმარს, დავიდ ფურნიშს, და შვილებსაც გადაუხადა.
"მათი წყალობით ვარ ყველაზე ბედნიერი კაცი დედამიწაზე" — თქვა ელტონმა.
რაც შეეხება ფილმს, ის ელტონ ჯონის 50 წლიანი კარიერას დეტალურად აღწერს. ფილმი შეიცავს დოკუმენტურ კადრებს და ინტერვიუს ელტონთან, რომელშიც ის ჰყვება, როგორ ძალადობდნენ მშობლები მასზე ბავშვობაში, როგორ იპოვა სიყვარული და სასმელსა და კოკაინზე დამოკიდებულება დაძლია.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ ფილმში მისი და ჯონ ლენონის მეგობრობაცაა მოთხრობილი და 1974 წლის Madison Square Garden-ის კონცერტის ვრცელი კადრებია დართული, რომელშიც ბიტლზი მოულოდნელი სტუმარი იყო.