კანადაში თხამ სახელად ჯოშუა მორბენალთა მარათონში მიიღო მონაწილეობა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯოშუამ დაინახა, როგორ ჩაურბინეს მის სახლს მარათონელებმა და გადაწყვიტა მათ გაჰყოლოდა. მისმა პატრონმა ჰაიდი ტეილორმა ოთხფეხა მეგობრის სახლიდან გაქცევის შესახებ სოციალური ქსელებიდან შეიტყო - ამ დროისთვის ჯოშუამ სპორტსმენებთან ერთად უკვე 4 კილომეტრი გაირბინა. რბოლის ბოლო 500 მეტრი ქალმა ჯოშუასთან ერთად დაფარა, რადგან უნდოდა, რომ თხას მარათონი ბოლომდე გაევლო.
რბოლის შემდეგ ჯოშუა მედლით დააჯილდოვეს, სპორტსმენები კი მასთან ერთად ფოტოებს იღებდნენ.