"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის 2 მ/რ-ის, 34-ე კორპუსთან მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა ადგილობრივებთან ერთად არსებული საჭიროებები განიხილა, ასევე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე.
„ჩემი დელეგატობის პირობებში, მოქალაქეებთან ღია და მეგობრული ურთიერთობა გარანტირებული იქნება. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება მათი აზრი და შეძლებისდაგვარად, ვეცდები მხარში ამოვუდგე მათ,“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.