"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთში, სოფელ აჭის, ქაქუთისა და ლეღვას მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებზე დელეგატმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. დელეგატმა და მოქალაქეებმა გაცვალეს მოსაზრებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ერთად შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას და ეს შესაძლებელია „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით,“- განაცხადა გია ჭყონიამ.