"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, სურამში გვერდისუბნის, ბაიანთხევისა და სპორტის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მოქალაქეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს დაბა სურამში დაგეგმილი ორი პროექტის - სურამის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციისა და სურამში, ყოფილი კინოთეატრის შენობაში მულტიფუნქციური ცენტრის მოწყობის შესახებ, რომელიც მერის წარმომადგენლის ოფისს, ბიბლიოთეკას და სამუსიკო სკოლას გააერთიანებს.
დელეგატის თქმით, სურამში უკვე არის დასრულებული პროექტები, ასევე, ახლაც მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა.