დავით ჩიხელიძე ევროკავშირის ელჩს:  ბანერების გავრცელება, არსებული რეალობის ფართო მასებამდე მიტანას ემსახურება,  ხალხმა უნდა იცოდეს რას გადაურჩა საქართველო და წინ  როგორი პერსპექტივა გვეშლება

დავით ჩიხელიძე ევროკავშირის ელჩს: ბანერების გავრცელება, არსებული რეალობის ფართო მასებამდე მიტანას ემსახურება,  ხალხმა უნდა იცოდეს რას გადაურჩა საქართველო და წინ  როგორი პერსპექტივა გვეშლება

„ჩვენმა ქვეყანამ საკმარისზე დიდი მსხვერპლი გაიღო, რომელსაც ვერ ან არ ხედავთ“- ასე მიმართავს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, მის მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელსაც ელჩმა „სამარცხვინო და ამაზრზენი“ უწოდა. 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, უკრაინამდე იყო საქართველო, იყო აფხაზეთი და იყო აგვისტოს ომი, რომლის დროსაც საქართველომ საკმარისზე დიდი მსხვერპლი გაიღო, ასევე იყო ერაყი, ავღანეთი, აფრიკის რესპუბლიკა და ა.შ.  საერთაშორისო მისიების დროს, სწორედ მშვიდობისთვის ბრძოლაში   საქართველოს ასობით ჯარისკაცი  დაიღუპა/დასახიჩრდა.

„ბატონო ელჩო, საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს, მსხვერპლად არ მიიჩნევთ?  გახსოვთ კამპანია ბუჩამდე იყო აფხაზეთი,  დიახ უკრაინამდე იყო საქართველო, იყო აფხაზეთი და იყო აგვისტოს ომი, რომლის დროსაც საქართველომ საკმარისზე დიდი მსხვერპლი გაიღო, ასევე იყო ერაყი, ავღანეთი, აფრიკის რესპუბლიკა და ა.შ.  საერთაშორისო მისიების დროს, სწორედ მშვიდობისთვის ბრძოლაში   საქართველოს ასობით ჯარისკაცი

დაიღუპა/დასახიჩრდა,  ჩვენმა ქვეყანამ საკმარისზე დიდი მსხვერპლი გაიღო, რომელსაც ვერ ან არ ხედავთ.

რაც შეეხება ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ ბანერებს, ბანერების გავრცელება, არსებული რეალობის ფართო მასებამდე მიტანას ემსახურება,  ხალხმა უნდა იცოდეს რეალობა უკრაინის შესახებ, რას გადაურჩა საქართველო და წინ  როგორი პერსპექტივა გვეშლება.“- წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.