მესხეთში უნიკალური ქართული ჯიშის ვაზის კვლავ აღორძინება შესაძლებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ხაზარაძემ არ მოუარა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
„ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და იდენტობის საფუძველია ვაზი და ღვინო და როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს არ უვლის, როგორ შეიძლება მან იზრუნოს რომელიმე მოქალაქეზე და მითუმეტეს პრეტენზია ჰქონდეს ქვეყნის მართვაზე, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ქართველი ხალხის ჯიბიდან მილიარდ ნახევრის ამოღებას ცდილობდა“, - აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.
„ნათენაძის ღვინის მარნის“ მფლობელი და „ვარძიის ტერასების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ვაზის ტერასების განადგურებაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი სოციალურ ქსელში ვარძიის ტერასების მდგომარეობის ამსახველ ვიდეოებსაც აქვეყნებს.