არჩილ გორდულაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ განცხადების ავტორს ჩვენ შეგვიძლია შევახსენოთ, რომ 150-მდე პარტია არის ევროკავშირის მასშტაბით აკრძალული

არჩილ გორდულაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ განცხადების ავტორს ჩვენ შეგვიძლია შევახსენოთ, რომ 150-მდე პარტია არის ევროკავშირის მასშტაბით აკრძალული

ამ განცხადების ავტორს ჩვენ შეგვიძლია შევახსენოთ, რომ 150-მდე პარტია არის ევროკავშირის მასშტაბით აკრძალული, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

არჩილ გორდულაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ათეულობით პარტიაა აკრძალული, რატომღაც სპეკულაციის საგანი გახდა „ნაცმოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადება.

„მათ შორის მოლდოვასა და უკრაინაში ერთი ოპოზიციური პარტიაც კი აღარ არის დარჩენილი, ერთი განსხვავებული ხმის ამოღების საშუალებაც კი არ არის დარჩენილი ამ ქვეყნებში. და მავანი ჩვენ გვადანაშაულებს იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის დამნაშავე და მთავარი მათი დანაშაული არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატში, რასაც 2004-2012 წლებში ისინი პერმანენტულად ახორციელებდნენ, ამას თითქოს ჩვენ დანაშაულად გვითვლიან. ასეთი მცდელობები არ გამოუვა არავის“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.