არჩილ გორდულაძე: თუ 1%-იანი შანსი მაინც ექნება „ნაცმოძრაობას“, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, არაუგვიანეს ერთი ან ორი კვირისა, ჩვენს ქვეყანაში დაიწყება ბომბების წვიმა

არჩილ გორდულაძე: თუ 1%-იანი შანსი მაინც ექნება „ნაცმოძრაობას“, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, არაუგვიანეს ერთი ან ორი კვირისა, ჩვენს ქვეყანაში დაიწყება ბომბების წვიმა

თუ 1%-იანი შანსი მაინც ექნება „ნაცმოძრაობას“, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, არაუგვიანეს ერთი ან ორი კვირისა, ჩვენს ქვეყანაში დაიწყება ბომბების წვიმა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.

მან აღნიშნა, რომ არსებობს ორი ალტერნატივა.

„არა მხოლოდ არასტაბილურობა და სტაბილურობა, არამედ, პირდაპირი მნიშვნელობით - ომის დაწყება და მშვიდობა - ეს არის ის ორი ალტერნატივა, რომელიც დგას ერთი მხრივ „ქართულ ოცნებასა“ და მეორე მხრივ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელმოწერილ ე.წ. პრეზიდენტის ქარტიას შორის. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ თუ 1%-იანი შანსი მაინც ექნება „ნაცმოძრაობას“, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, არაუგვიანეს ერთი ან ორი კვირისა, ჩვენს ქვეყანაში დაიწყება ის ბომბების წვიმა, რომელიც უნდა, რომ დაიწყოს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“.

ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, რომ ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდობა, მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ გვაქვს 60%-მდე მხარდაჭერა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა იყოს უფრო მზარდი და ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ შევძლოთ, რომ ჩვენს შვილებზე ვიზრუნოთ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.