რობინ დანიგანი: ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ - ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას

რობინ დანიგანი: ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ - ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას

ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, რომელიც შედეგად მოიტანს ხელისუფლებას, რომელიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა “საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“-ის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ძალიან კრიტიკულია, ამომრჩეველს ხმის მიცემისას ესმოდეს, ვის აძლევენ ხმას და რის გაკეთებას აპირებს მათთვის მათი წარმომადგენელი ან პარტია.

დანიგანის თქმით, აშშ მოხარული იქნება იმუშაოს ინკლუზიური გზით ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩეულ ნებისმიერ დემოკრატიულ ხელისუფლებასთან.

“ძალიან კრიტიკულია, ამომრჩეველს ხმის მიცემისას ესმოდეს, რომ მათ დანამდვილებით იციან, ვის აძლევენ ხმას და რის გაკეთებას აპირებს მათთვის მათი წარმომადგენელი ან პარტია. ერთადერთი გზა, საიდანაც სიმართლეს ვიღებთ და გზას ვიკვალავთ დეზინფორმაციაში, პოლარიზებულ კამპანიასა და რიტორიკაში, არის მედია და სამოქალაქო საზოგადოება და სწორედ ამიტომ ვარ ასეთი მხარდამჭერი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქართველოში, რადგან როლი, რომელსაც ისინი ასრულებენ, უზრუნველყოფს, რომ არჩევნებზე მისულმა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რას უნდა მისცეს ხმა. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს - ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, მოხარულები ვიქნებით, ვიმუშაოთ დემოკრატიული გზით არჩეულ ნებისმიერ ხელისუფლებასთან, ვინც იქნება არჩეული თავისუფლად და სამართლიანად ინკლუზიურად და ღიად ჩატარებულ არჩევნებში. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნების ნამდვილი VIP - ქართველი ამომრჩეველი, გამოვა ხმის მისაცემად, ეცოდინება რა, რომ მისი არჩევანი ფარულია და ეცოდინება ხმის მიცემისას, თუ რას აძლევენ ხმას“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.