იმას, რასაც ევროკავშირის ელჩი ბედავს და ამბობს, რეალურად ომის გამოცხადებაა უცხოელების მხრიდან და ამას ევროკავშირის სახელით აკეთებს! იმას, რასაც პეტრე ცისკარიშვილი ამბობს ამასაც, ომის გამოცხადება ჰქვია, ოღონდ ოპოზიციის მხრიდან, ოღონდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ოპოზიციაც და მათი მფარველი უცხოელებიც გვეუბნებიან, რომ არჩევნების ჩატარებას ისინი არ მიიღებენ და საქართველოში რევოლუციის მოწყობას აპირებენ, ხალხმა კი ეს არ უნდა დაუშვას და ოპოზიციის პირწმინდად დამარცხებასთან ერთად, არეულობის მომწყობები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.
"იმას, რასაც ევროკავშირის ელჩი ბედავს და ამბობს, რეალურად ომის გამოცხადებაა უცხოელების მხრიდან და ამას ევროკავშირის სახელით აკეთებს! იმას, რასაც პეტრე ცისკარიშვილი ამბობს ამასაც, ომის გამოცხადება ჰქვია, ოღონდ ოპოზიციის მხრიდან, ოღონდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მცირე შეჯამება რომ გავაკეთოთ, ოპოზიციაც და მათი მფარველი უცხოელების გვეუბნებიან, რომ არჩევნების ჩატარებას და ხალხის მიერ საკუთარი ნების გამოხატვას ისინი არ მიიღებენ და აქ რევოლუციის მოწყობას აპირებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ შემდეგი გახლავთ: 1. პირწმინდად უნდა დავამარცხოთ ოპოზიცია 2. არეულობის მომწყობებს კანონის მთელი სიმკაცრით მოვექცეთ. 3. სრულად უნდა ვამხილოთ დესტრუქციული უცხო ძალები და თუ ამას სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს, უკიდურეს შემთხვევაში მათ ქვეყნის დატოვებაც უნდა "შევთავაზოთ."" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ბანერები, რომლებიც ომსა და მშვიდობას შორის
განსხვავებებს აღწერენ, აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია. რაც შეეხება პეტრე ცისკარიშვილს, მან აღნიშნა: "დაველოდოთ მოვლენებს, არჩევნებს თუ გააყალბებენ, მოხვდებათ ცხვირში. რამდენად თავხედურადაც გააყალბებენ, იმდენად მწარედ მოხვდებათ ცხვირში."