ბევრი დრო გაიფლანგა, საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, მოლდოვა და უკრაინა სწრაფად მიიწევენ წინ - მოდით, ნუღარ დავკარგავთ ერთ წუთსაც კი, განვაახლოთ საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ

ბევრი დრო გაიფლანგა, საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, მოლდოვა და უკრაინა სწრაფად მიიწევენ წინ - მოდით, ნუღარ დავკარგავთ ერთ წუთსაც კი, განვაახლოთ საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ საქართველოს ახლადარჩეულ მთავრობასთან იმისთვის, რომ განვაახლოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩმა უპასუხა შეკითხვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, ევროკავშირმა უნდა დაადასტუროს, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებში პროევროპული პარტიები გაიმარჯვებენ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განახლდება.

„გულგატეხილმა კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ, რომ ევროკავშირის 27-მა ლიდერმა ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე აქ განვითარებული გარკვეული რთული და შემაშფოთებელი მოვლენების საპასუხოდ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ საქართველოს ახლადარჩეულ მთავრობასთან იმისთვის, რომ განვაახლოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი დრო გაიფლანგა, გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს ხდება იმ კონტექსტში, როცა სხვა ქვეყნები, მათ შორის მოლდოვა და უკრაინა, სწრაფად მიიწევენ წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. უნდა მოვასწროთ და ყველაფერი დამოკიდებულია 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ასე რომ, კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც ხმის მიცემის უფლება აქვს, წავიდეს და მისცეს ხმა“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და მზადაა იმუშაოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს.

„ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც არჩეული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის. გელოდებით, მოდით, ნუღარ დავკარგავთ ერთ წუთსაც კი. მოდით, განვაახლოთ საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, - აღნიშნა ელჩმა.

მერაბ.g სად და რაში ჩანს უკრაინისა და მოლდოვას "სწრაფი ტემპით წინსვლა"? პარტიებს იქ კრძალავენ და ტვ-ებს; ეკონომიკა იქ არ ვითარდება და კორუფცია მძვინვარებს! რაში დაეხმარა ევროკავშირი და ამ დახმარებით რომელი სფერო განვითარდა?
აგერ ახლა იქნ3ება არჩევნები მოლდოვაში და ვნახოთ დემოკრატია! უკრაინაში საერთოდ გაუქმდა არცევნეი და ქვეტანას მართავს არალეგიტიმური, ვადაგასული ხელისუფლება!
1 თვის უკან