ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ ბილბორდებზე: ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი - ჩვენ გვაქვს მშვიდობა უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას

ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ ბილბორდებზე: ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი - ჩვენ გვაქვს მშვიდობა უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას

თუ მეკითხებით ბილბორდების შესახებ, ნება მომეცით გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ისინი იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი, - ასე შეაფასა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ბანერები, რომლებზეც უკრაინის განადგურებული კადრების პარალელურად, საქართველოში არსებული მშვიდობიანი მდგომარეობაა ასახული.

ელჩის თქმით, თუ საქართველოსა და ევროკავშირში მშვიდობაა, ეს უკრაინელი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის დამსახურებაა.

„როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვართ გულგრილი- უკრაინაში გაუმართლებელი, არალეგალური და მზარდად ბრუტალური შეჭრის შემდეგ რუსეთის მხრიდან, ჩვენ ავირჩიეთ მხარე, ჩვენ დავდექით უკრაინის გვერდით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, იმიტომ, რომ უკრაინელები არა მხოლოდ იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ იბრძვიან ყველა ჩვენგანისთვის. ისინი იბრძვიან კანონზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისთვის. ასე რომ, თუ მეკითხებით ბილბორდების შესახებ, ნება მომეცით გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ისინი იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი. ჩვენ გვაქვს მშვიდობა უკრაინაში, საქართველოსა და ევროკავშირში უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.