გია აბაშიძე:  აშშ-ის საელჩოს ორგროშიანი სოცქსელური პოლიტიკური კამპანია ახალ ფსკერებს იპყრობს - ადგილი აქვს მორიგ ხეპრე

გია აბაშიძე:  აშშ-ის საელჩოს ორგროშიანი სოცქსელური პოლიტიკური კამპანია ახალ ფსკერებს იპყრობს - ადგილი აქვს მორიგ ხეპრე "ლექციას" - თურმე "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“

აშშ-ის საელჩოს ორგროშიანი სოცქსელური პოლიტიკური კამპანია ახალ ფსკერებს იპყრობს, რათა მეტმა დასცინოს ამ სამარცხვინო პროექტს, რომლითაც თავს იწონებენ ვაშინგტონში. ადგილი აქვს მორიგ ხეპრე "ლექციას" - თურმე "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ",- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ.

მისივე თქმით, ამერიკის საელჩოში საქართველოს რეალობის, უახლესი ისტორიის ზედაპირულად მცოდნე თვითგამოცხადებული "მენტორები" ბედავენ და მდაბიო სემინარული 'ჰედლაინებით' მოძღვრავენ თუ როგორ უნდა მოექცეს დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულება სისტემურ ნაცკრიმინალებს.

„აშშ-ის საელჩოს ორგროშიანი სოცქსელური პოლიტიკური კამპანია ახალ ფსკერებს იპყრობს, რათა მეტმა დასცინოს ამ სამარცხვინო პროექტს, რომლითაც თავს იწონებენ ვაშინგტონში.

ადგილი აქვს მორიგ ხეპრე "ლექციას" - თურმე "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ" [სულ "არც ერთ" პარტიას, ეს ხომ "შეუძლებელია" ევროპაში, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში?!].

ამერიკის საელჩოში საქართველოს რეალობის, უახლესი ისტორიის ზედაპირულად მცოდნე (shallow-minded) თვითგამოცხადებული "მენტორები" ბედავენ და მდაბიო სემინარული 'ჰედლაინებით' გვმოძღვრავენ თუ როგორ უნდა მოექცეს დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულება სისტემურ ნაცკრიმინალებს.

ასე ვიწრო დიაპაზონის ყეყეჩმა მცოდნეებმა, სასაცილო ამერიკელმა დიპლომატებმა თუ ანალიტიკოსებმა, ამგვარი სიბრიყვეებით მათ ფავორიტ უსამშობლო ნაცსექტას უდიდეს დათვურ სამსახურს უწევენ,“- წერს გია აბაშიძე.