ალუდა ღუდუშაური: მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა მავნე ზეგავლენისგან

ალუდა ღუდუშაური: მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა მავნე ზეგავლენისგან

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, ეს კანონი უპრეცედენტო მნიშვნელობისაა, რადგან ახალგაზრდებს ამორალური ზეგავლენისგან დაიცავს.

„მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა იმ ცალსახად მავნე ზეგავლენისგან, რომელიც მართლაც ამორალურია და რომელიც ძალიან დიდი რისკებს შეიცავს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და არც ვეტო დაადო. დოკუმენტი ძალაში შევა, რადგან მას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.