გურამ მაჭარაშვილი: რაც უფრო რეალური იქნება ქვეყნის გაერთიანება, მით უფრო გაღიზიანდება ოპოზიცია

გურამ მაჭარაშვილი: რაც უფრო რეალური იქნება ქვეყნის გაერთიანება, მით უფრო გაღიზიანდება ოპოზიცია

რაც უფრო რეალური იქნება ქვეყნის გაერთიანება, აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრების პერსპექტივა უფრო რეალური გახდება, მით უფრო გაღიზიანდება ოპოზიცია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ვერავინ გაგვცა პასუხი, როგორ შეიძლება აფხაზებთან და ოსებთან ერთად ჩვენ ვიცხოვროთ ცხინვალსა და აფხაზეთში. უნდა მოხდეს შერიგება. ბოდიში უნდა მოვუხადოთ ყველა იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც ჩვენ გვინდა ცხოვრება, ბოდიში უნდა მოვუხადოთ „ნაცმოძრაობის“ ნაცვლადაც, რომელმაც თავისი უგუნურებით უამრავი სისასტიკე დაატეხა თავს თავისივე მოქალაქეებს, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებს. ეს ისტერიკა იმიტომ დაიწყო, რომ შეიძლება რეალური გახდეს ქვეყნის გამთლიანება და აქედან გამომდინარეობს მათი ისტერია, რომ ეს წერტილს დაუსვამს მათ პოლიტიკურ არსებობას, რადგან კარგად იციან, რომ თვითონ ეს ყველაფერი დაკარგეს და შეიძლება ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით ეს ყველაფერი გავაერთიანოთ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მერაბ.g მართალია მაჭარაშვილი, ზარქუა, გოდულაძე, შ რამიშვილი, დ სამხარაძე, გ ხაინდრავა არცხვენენ ოცნებას და მის რეიტინგს დაბლა სწევენ თავიანთი სამარცხვინო და სულელური განცხადებებით, მაგრამ ამ არჩევნებს ოცნება მაინც მოიგებს!
არც გორბის კვლევის მიხედვით ოცნება ვერ აიღებს 60%-ს, არც ედისონას ნაბოდიალებით ოპოზიცია ვერ აიღებს 62%-ს ... ოცნება აიღებს 44-47%-ს! ოპოზიციის 4-ვე პარტიამ რომ გადალახოს ბარიერი, მათი ჯამი 37%-ს ვერ აცდება, თუმცა მგონია და მინდა, რომ მევახშეებმა, ან მელია-გვარამიამ ბარიერი ვერ გადალახონ!
1 თვის უკან