გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ძნელია სწორად განსაზღვრო მისი პრეზიდენტის მისია, რადგან რთული პიროვნებაა უცხოელებისთვისაც. რასაც ავალებენ, სრულყოფილად იმასაც ვერ აკეთებს

გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ძნელია სწორად განსაზღვრო მისი პრეზიდენტის მისია, რადგან რთული პიროვნებაა უცხოელებისთვისაც. რასაც ავალებენ, სრულყოფილად იმასაც ვერ აკეთებს

მართალია ფორმალურია და „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია, მაგრამ მაინც კონსტიტუციურად პრეზიდენტად ითვლება ზურაბიშვილი. იმედი აქვთ, რომ ოპოზიციის აუცილებელი დამარცხების შემთხვევაში, ზურაბიშვილის ფენომენს გამოიყენებენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ძნელია სწორად განსაზღვრო მისი [პრეზიდენტის] მისია, რადგან რთული პიროვნებაა უცხოელებისთვისაც. რასაც ავალებენ, სრულყოფილად იმასაც ვერ აკეთებს გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ერთი ვერც აგებინებს საზოგადოებას თავის სათქმელს, მეორეც, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დილას შეიძლება თქვას, რომ ოპოზიცია სუსტია, წაშველება სჭირდება და კოალიციური მთავრობა სჭირდება, საღამოს უსაყვედურებენ ეს რატომ თქვიო. ჩანაფიქრი არის, რომ მართალია ფორმალურია და „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია, მაგრამ მაინც კონსტიტუციურად პრეზიდენტად ითვლება ზურაბიშვილი. იმედი აქვთ, რომ ოპოზიციის აუცილებელი დამარცხების შემთხვევაში, ზურაბიშვილის ფენომენს გამოიყენებენ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.