ხმის ფარულობა არის ის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ასევე პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდეგ, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის ხელისუფლების მთავარი მიღწევა 2012 წლის შემდეგ.
„2012 წლამდე იყო ჩვეულებრივი ტერორი, ასეთი რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. არჩევნების ტოტალური გაყალბება იყო წინა რეჟიმის ერთ-ერთთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, 2012 წლის შემდეგ, რეალურად, ჩვენ დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების პრაქტიკა. ხმის ფარულობა არის ის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და პლიუს პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდეგ,"- განაცხადა პრემიერმა.