„ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბი მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს აგრძელებს.
,,დღის განმავლობაში ვხვდებით ასეულობით მოქალაქეს. ადამიანები ნათლად ხედავენ იმ სიკეთეებს, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოუტანა ჩვენს ხალხს. აქ, სამეგრელოში ორმაგად იციან მშვიდობის ფასი. მოქალაქეები აცნობიერებენ, რომ შექმნილ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენი ქვეყანა არის მარგალიტი განვითარების, სტაბილურობის და მშვიდობის… დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერენ ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ ადამიანების მხარდაჭერას ჩვენი გუნდის მიმართ…
არჩევნებამდე ყველა ოჯახში, ყველა უბანში და ყველა ქალაქსა თუ სოფელში მივალთ, რადგან სათქმელი ძალიან ბევრი გვაქვს“, - განაცხადა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა - ჯუმბერ იზორიამ.