ეს არის დიპლომატიური ეთიკის დარღვევა, ისინი პირდაპირ ერევიან შიდა საქმეებში, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“.
„საქართველოს მხრიდან ყოველთვის იყო მეგობრობის ხელი გაწვდილი, როგორც აშშ-ს მხარეს, ასევე ყველა იმ პარტნიორის მხარეს, რომელსაც სურდა საქართველოსთან პარტნიორობა, მაგრამ როგორც ჩანს მათ აირჩიეს სხვა გზა. მათ აირჩიეს ქართველი ამომრჩევლების დაშინების გზა. საქართველოს მოქალაქეებთან ასეთი ძალმომრეობითი ენით საუბარი არის კონტრპროდუქტიული.
რამდენადაც უხეში და უზრდელურია მათი მოქმედება, იმდენად იქნება საპასუხო ძალა ქართველების მხრიდან 26 ოქტომბერს,“ - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო არასამთავრობო ორგანიზიაციის სამართლიანი არჩევნების მიერ პარალელური ხმის დათვლის, იგივე „პივიტის“ შედეგების გაყალბების თაობაზე ქარდს აქვეყნებს და სვამს კითხვას - რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1, 8%-ის გამო?