"პრეზიდენტმაც თავი აარიდა კანონპროექტის ვეტოს" - ირაკლი ქადაგიშვილი "ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ" კანონზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი "ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ" კანონის ძალაში შესვლას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული კანონის მიღებაზე პასუხისმგებლობა ვერ აიღო.

"ეს არ არის ერთჯერადი, მიმდინარე პოლიტიკური მომენტი და მიღებული კანონპროექტი. ამავდროულად, ჩვენ ქვეყანაში კანონმდებლობით სრულად არის დაცული ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლება. მოგახსენებთ იმასაც, რომ პრეზიდენტმა და ვერც ოპოზიციამ ვერ აიღო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ მათ, სამწუხაროდ, არ აქვთ ხელი პულსზე დადებული, თუ რა უნდა ქართულ საზოგადოებას, მთლიანად გარე შეკვეთაზე არიან დამოკიდებულნი. პრეზიდენტმაც თავი აარიდა კანონპროექტის ვეტოს, რამეთუ პრეზიდენტის ვეტო იქნებოდა მორიგი სამართლებრივი და პოლიტიკური უსუსურობის მაჩვენებელი," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" ხელი მოაწერა. კანონი ძალაშია. აღნიშნული კანონის ხელმოწერაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. მოტივირებული შენიშვნების გარეშე თქვა უარი. ამჯერად მას ვეტო არ გამოუყენებია და პარლამენტს კანონი უბრალოდ ხელმოწერის გარეშე დაუბრუნა.

 

მერაბ.g პრეზ-ის პოზიციამ, რომ ვეტო და მოტივირებული დასაბუთება ვერ გაბედა, აჩვენებს, რომ მან, მეცოცხეებმა, თაღლითებმა და მათმა დასავლელმა ქომაგებმა ძალიან კარგად იციან ქართველი ხალხის განწყობა ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით ... მათ ასევე კარგად იციან ხალხის განწყობა ომსა და მშვიდობასთან დაკავშირებითაც ... აბა არჩევნებზე რა უნდათ? სამში ერთი!
1 თვის უკან