ნანა კაკაბაძე: კანონით ყველას უფლება დაცულია, მაგრამ რაც იდენტობას დაგვაკარგვინებს, რაც ჩვენს სუვერენიტეტს დაგვაკარგვინებს, ამის მიღების უფლება არ გვაქვს ჩვენი შთამომავლობის წინაშე

ნანა კაკაბაძე: კანონით ყველას უფლება დაცულია, მაგრამ რაც იდენტობას დაგვაკარგვინებს, რაც ჩვენს სუვერენიტეტს დაგვაკარგვინებს, ამის მიღების უფლება არ გვაქვს ჩვენი შთამომავლობის წინაშე

კანონით ყველას უფლება დაცულია, მაგრამ რაც იდენტობას დაგვაკარგვინებს, რაც ჩვენს სუვერენიტეტს დაგვაკარგვინებს, ამის მიღების უფლება არ გვაქვს ჩვენი შთამომავლობის წინაშე, - განუცხადა „ქრონიკას“ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური“ საქართველოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, „დღეს ეს მოცემულობაა - გვეუბნებიან ან სუვერენიტეტის დათმობა ან ძალაუფლება“.

„თუ აქამდე, წინა ხელისუფლების დროს ეს ხდებოდა კულუარული მითითებებით და მთავრდებოდა შემდეგ ამ ქვეყნისათვის საწინააღმდეგო მითითებების აღსრულებით, დღეს ეს აღარ არის. ამიტომ, დასავლეთი გადავიდა ღია ფორმებზე. ჩვენი მიზანი, პირადად ჩვენი მოძრაობის მიზანია საზოგადოებას შევახსენოთ ის, რომ ჩვენ ევროკავშირში და ყველანაირ ევროსტრუქტურაში ინტეგრირება გვჭირდება ჩვენი ღირებულებების პატივისცემით და ამ ღირებულების შენარჩუნებით და არა ამაზე უარის თქმით.

კანონით ყველას უფლება დაცულია, მაგრამ, რაც ჩვენს იდენტობას დაგვაკარგვინებს, რაც ჩვენს სუვერენიტეტს დაგვაკარგვინებს, ამის მიღების უფლება არ გვაქვს ჩვენი შთამომავლობის წინაშე.

ასე, რომ დღეს ეს მოცემულობაა. გვეუბნებიან ან სუვერენიტეტის დათმობა ან ძალაუფლება“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან, ხალხმა უნდა იცოდეს, რეალურად რა ფასის გადახდას ითხოვენ ჩვენგან ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურებისათვის“.