ირაკლი კირცხალია „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონზე: ეს იყო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა, რომელიც აღასრულა უმრავლესობით არჩეულმა ხელისუფლებამ „ქართულმა ოცნებამ“

ირაკლი კირცხალია „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონზე: ეს იყო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა, რომელიც აღასრულა უმრავლესობით არჩეულმა ხელისუფლებამ „ქართულმა ოცნებამ“

ეს იყო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა აღასრულა უმრავლესობით არჩეულმა ხელისუფლებამ „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონს ხელს არ აწერდა და მას არც ვეტო დაადო ადასტურებს სწორედ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა.

„თავისი ამ დამალობანათი, არც ხელის მოწერით და ა.შ. მკაფიოდ და ღიად დააფიქსირა ის პოზიცია რასაც ვამხელდით, რომ ისინი შინაგანად ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და არც ვეტო დაადო. დოკუმენტი ძალაში შევა, რადგან მას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.