"რეალურად გამოჩნდა წინასაარჩევნოდ, კიდევ ერთხელ ოფიციალურად - ზურაბიშვილი ლგბტ დროშით, შალვა პაპუაშვილი ეროვნული დროშით," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის შეფასებით, ის, რომ პრეზიდენტმა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს ხელი არ მოაწერა, მიუთითებს, რომ ის ემიჯნება ქართულ ტრადიციებს და მხარს ერთსექსიანთა ქორწინების დაკანონებას უჭერს.
"სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე, უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის არის ლგბტ დროშით ხელში, ოპოზიციის სათავეში და რომ ემიჯნება არასრულწლოვანთა დაცვას ლგბტ პროპაგანდისგან. ის ემიჯნება ქართულ ტრადიციებს, ქალის და კაცის ქორწინებას და მხარს უჭერს კაცების გათხოვების დაკანონებას საქართველოში, ანუ ერთსექსიანთა ქორწინების დაკანონებას. იმით, რომ ხელი არ მოაწერა კანონს და არც შენიშვნები გამოაგზავნა, რადგან შეეშინდა ქართველი ხალხის რისხვის, და ვერც ხელი მოაწერა, იმიტომ, რომ შეეშინდა თავისი პატრონების დატუქსვის.
ეს არის რეალობა და ამით კიდევ ერთი საჩუქარი გადმოგვცა ჩვენ, ხელისუფლებას, არჩევნებამდე, რომ რასაც ზურაბიშვილსა და ოპოზიციაზე ვამბობთ, ეს არის რეალური. 41 - არის ტრადიციების შენარჩუნება, დანარჩენი სხვა პარტიები არის ლგბტ პროპაგანდის დაკანონება. იმით, რომ შალვა პაპუაშვილი ხელს მოაწერს და კანონი შევა ძალაში, რეალურად გამოჩნდა წინასაარჩევნოდ, კიდევ ერთხელ ოფიციალურად - ზურაბიშვილი ლგბტ დროშით, შალვა პაპუაშვილი ეროვნული დროშით," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" ხელი მოაწერა. კანონი ძალაშია. აღნიშნული კანონის ხელმოწერაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. მოტივირებული შენიშვნების გარეშე თქვა უარი. ამჯერად მას ვეტო არ გამოუყენებია და პარლამენტს კანონი უბრალოდ ხელმოწერის გარეშე დაუბრუნა.