ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი დღეს ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა და "დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან ჩაჩავას შეხვდება.
ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. შეხვედრა თბილისის დროით 19:30-ზე გაიმართება.