საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რეალურად რა ფასის გადახდას ითხოვენ ჩვენგან ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურებისათვის. სიტყვა „მოჩვენებითს“ შეგნებულად ვუსვამთ ხაზს, რადგან კარგად ვხედავთ, რომ არავინ აპირებს საქართველოს ბლოკში მიღებას, განსაკუთრებით ჩვენი სუვერენიტეტით, ტრადიციული ღირებულებებითა და ქრისტიანული მორალით,- ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.
წერილში ნათქვამია, რომ პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება, რომლის გლობალური მიზნებისთვის ლგბტ-იდეოლოგიის გაბატონება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ რეაგირებს ევროკავშირი ყველაზე მძაფრად საქართველოს მიერ აღნიშნული დირექტივის მიუღებლობაზე, ამიტომ ხდება საქართველო უსამართლო და არაობიექტური დამოკიდებულების ადრესატი.
„ქართული საზოგადოება ხედავს, რომ ორკესტრირებულად, ერთ ხმაში ლაპარაკობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკომისიის საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, მისი სპიკერი პიტერ სტანო, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი და ევრობიუროკრატიის სხვა წარმომადგენლები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება, რომლის გლობალური მიზნებისთვის ლგბტ-იდეოლოგიის გაბატონება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ რეაგირებს ევროკავშირი ყველაზე მძაფრად საქართველოს მიერ აღნიშნული დირექტივის მიუღებლობაზე. ამიტომ ხდება საქართველო უსამართლო და არაობიექტური დამოკიდებულების ადრესატი. ამიტომ ხორციელდება შეტევა ჩვენს ქვეყანაზე და ამიტომ ისმის მუქარები სადამსჯელო ღონისძიებებთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი სიმართლე და სრული ტყუილია ბრალდებები დემოკრატიის უკუსვლასა თუ საქართველოს მიერ დასავლური ტრაექტორიის ცვლილებაზე. ევროპული ტრაექტორიიდან სწორედაც რომ ევროკავშირის დღევანდელმა ბიუროკრატიამ გადაუხვია, რამაც წევრი სახელმწიფოები მძიმე კრიზისებამდე მიიყვანა. გაერთიანება, რომელიც სრულად ექვემდებარება აშშ-ის დღევანდელ რეალურ მმართველ ძალებს და სადაც ფასეულობები უკანა პლანზეა გადაწეული, ერთდროულად განიცდის ეკონომიკურ, დემოკრატიულ და ღირებულებით კრიზისს.
ამ ყველაფრის შედეგია, ევროპაში მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდა, რომლებიც აკრიტიკებენ ბრიუსელის პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით და ითხოვენ მეტ სუვერენიტეტს საკუთარი ქვეყნებისათვის, რათა თავი დაიცვან უკონტროლო მიგრაციისგან, ლგბტ-იდეოლოგიის დიქტატისგან, ომისა და ეკონომიკური კრიზისისგან“, - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.