ერთი ნიშანიც კი, ფაქტი დამისახელონ რუსეთისთვის რა გააკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ. რა ნაბიჯი გადაიდგა. 12 წელი დიდი დროა, თუ პრორუსული ძალა იყო, წესით რუსები აქ უნდა იყვნენ უკვე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ.
მისივე თქმით, რუსეთის თემა არის აბსოლუტურად მოგონილი, პოლიტიკური თემა, რითაც, ერთადერთი, რადიკალური ოპოზიცია აპელირებს, მაგრამ ესეც აღქმების პოლიტიკაა.
„რეალური ფაქტები, რაც მოვიდა „ქართული ოცნება“, 2012 წლიდან დღევანდელ დღემდე, სულ სხვა რამეს მეტყველებენ. დაწყებული ურთიერთობები ევროპასთან, მიღწეული ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, დიპლომატიური ურთიერთობა. 12 წლის განმავლობაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ აღდგა. რატომ არის პრორუსული? ერთი ნიშანიც კი, ფაქტი დამისახელონ რუსეთისთვის რა გააკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ. რა ნაბიჯი გადაიდგა. 12 წელი დიდი დროა. თუ პრორუსული ძალა იყო, წესით რუსები აქ უნდა იყვნენ უკვე. ეს ელემენტარულია, ბავშვსაც კი ესმის ხომ? რომ ეს არის მოგონილი, თითიდან გამოწოვილი თემა. საქართველო ყველასთან კარგად უნდა იყოს, იმ ზომის და წონის ქვეყანა ვართ დღევანდელ ვითარებაში, გარემოებებში. მეზობლებიდან დაწყებული დამთავრებული პარტნიორებამდე, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკაში ნამდვილი პარტნიორობა და მეგობრობა მხოლოდ ინტერესების სფეროზე გადის და როდესაც შენ გთხოვენ, რომ მსხვერპლად შესწირო ის, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია, შენი სამშობლო, შენი შვილების მომავალი და დააყენო კითხვის ქვეშ რა იქნება მერე, ძალიან რთულია საუბარი. გამოსავალი არ გვაქვს ჩვენ. ერთადერთი, რა გამოსავალიც გვაქვს, ჩვენ უნდა თავიდან ბოლომდე დავიცვათ ჩვენი სამშობლო დღევანდელ დღეს. რა იქნება ხვალ, ამას გვაჩვენებს ხვალ. იმედით ვართ, რომ შეიცვლება ეს ყველაფერი. არ შეიძლება გაუთავებლად იყოს, მაგრამ, დღეს არის პიკში. ჩვენ ვხედავთ გუშინდელ მოვლენებს, რა მოხდა. ახლო აღმოსავლეთი ყურის ძირშია. ვხედავთ უკრაინის მოვლენებს. ეს ყველაფერი გადაბმულია ერთმანეთზე. ამიტომ არის, რომ თეთრზე გვეუბნებიან შავიაო. საერთოდ, სიმართლე, ფაქტი უგულებელყოფილია აბსოლუტურად და საუბრობენ იმას, რაც მათ ინტერესებშია“, - აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.
ძლივს გაყვანილი რუსის ჯარის საქართველოში შემობრუნება, სტრატეგიული ობიექტები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მხარდაჭერა ...