თავადვე იმიტომ დაიწყეს ეს გაერთიანებების შექმნა, რომ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოაჩვენონ, თითქოსდა „ნაცმოძრაობის“ არაფერი სცხიათ. ვის ეთამაშებიან, ვერ გავიგე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ადამიანი სახელს რომ გადაირქმევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აღარ არის.
„არც წარსულით, არც აწმყოთი არ შეიძლება ჩვენ პოზიტიურად რაიმე ელემენტი მოვიგონოთ, რომელიც ახასიათებს „ნაცმოძრაობას“. დღეს თუ ვინმეს ჰგონია, რომ სხვადასხვა დაჯგუფებების შექმნით და ქარტიაში მათი გაერთიანებით ადამიანებმა არ იციან რა არის „ნაცმოძრაობა“ და ვერ ხვდებიან, რომ ეს „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“ იგივე, ძალიან ცდებიან.
თავადვე იმიტომ დაიწყეს ეს გაერთიანებების შექმნა, რომ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოაჩვენონ, თითქოსდა „ნაცმოძრაობის“ არაფერი სცხიათ. ვის ეთამაშებიან, ვერ გავიგე. ადამიანი სახელს რომ გადაირქმევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აღარ არის. ნიკა გვარამია თუკი ჰიპსტერულად იქცევა და ვთქვათ, მოდურად იცვამს, სხვადასხვა სათვალეს იკეთებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუშინ ის შემადგენელი ნაწილი არ იყო იმ სადამსჯელო სისტემისა, რასაც საქართველოს პროკურატურა ერქვა, რომელიც პირდაპირ სააკაშვილის ბრძანებებს ასრულებდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, იგივე ხაზარაძე გამოსწორდა და ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო ამ ქონებების წართმევაში, რახან ალეკო ელისაშვილმა აპატია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი მართლაც განიწმინდა და ან ალეკო ელისაშვილმა მიუტევა, ან იმ ადამიანებმა, ვინც გუშინ აგინებდნენ ერთმანეთს.
ან იგივე, გუბაზ სანიკიძემ თუ თქვა, სააკაშვილი მსოფლიო მნიშვნელობის ლიდერიაო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუშინ ის უკიდურესად მწარე შეფასებით არ მოიხსენიებდა სააკაშვილს. ამით რისი თქმა მინდა, კი არ ვწვრილმანდები რომ იმან ამაზე ის თქვა და ა.შ. თვითონ ხასიათი, შინაარსი ამ გაერთიანებებისა გამომდინარეობს იმ მაგალითებიდან, რაც ჩვენ თვალწინ იყო“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.