გიორგი აბაშიშვილი: სახელმწიფო მოხელეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ხაზს უსვამენ საქართველოს განსაკუთრებულ როლს. როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, ისე მეტი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ანალოგიურად ვჭირდებით ევროკავშირს

გიორგი აბაშიშვილი: სახელმწიფო მოხელეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ხაზს უსვამენ საქართველოს განსაკუთრებულ როლს. როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, ისე მეტი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ანალოგიურად ვჭირდებით ევროკავშირს

არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროპისა და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან საქართველოს გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია. როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, ისე მეტი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ანალოგიურად ვჭირდებით ჩვენ ევროკავშირს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც ვარშავაში, უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.

მისი თქმით, ფორუმის მონაწილეებმა, სადაც ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მსჯელობენ, ხაზი გაუსვეს საქართველოს განსაკუთრებულ როლს ამ მიმართულებით.

„სახელმწიფო მოხელეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასეულობით ქვეყნის წარმომადგენელია აქ წარმოდგენილი, როგორც სახელმწიფო მოხელეები ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისე ანალიტიკოსები, ისე მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე საკმაოდ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები არიან აქ ფორუმზე წარმოდგენილები, ხაზს უსვამენ საქართველოს განსაკუთრებულ როლს. ვინაიდან ენერგეტიკა და ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოება დღეს ევროპისა და აზიის კავშირების გარეშე წარმოუდგენელია, რომ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ევროპისა და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან, საქართველოს გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ ჩვენს პარტნიორებს კიდევ უფრო მეტად ვჭირდებით ჩვენ. როგორც ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, როგორც გვჭირდება დასავლური სამყარო მეტი განვითარებისთვის, ისე მეტი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ანალოგიურად ვჭირდებით ჩვენ ევროკავშირს, ანალოგიურად ვჭირდებით დასავლურ ცივილურ სამყაროს.

დარწმუნებული ვარ, როგორც კი დასრულდება საარჩევნო ციებ-ცხელება და საარჩევნო პოლიტიკურად მოტივირებული პროპაგანდა, დარწმუნებული ვარ საქართველო შეძლებს მისი პროგრესის კიდევ უფრო ახლოს მიტანას ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.