მაკტომინეი:

მაკტომინეი: "კვარაცხელია ტექნიკურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, ვისთანაც მითამაშია"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა სკოტ მაკტომინეიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, რომელიც მისი თანაგუნდელი ოდესმე ყოფილა.

„ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია, ნამდვილად რომელუ ლუკაკუა, ხოლო ტექნიკურად ყველაზე ძლიერი - კვარაცხელია. ხვიჩა ამ ნიჭით ყველაზე მეტადაა დაჯილდოებული. მეტოქის რანგში კი, ცხადია, რომ ყველაზე ძლიერი ლეო მესია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია“, - თქვა მაკტომინეიმ.

შეგახსენებთ, რომ სკოტ მაკტომინეი „ნაპოლიმ“ გასულ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა.