ისრაელის საგანგებო სამსახურისა და პოლიციის ცნობით, თელ ავივში სროლის შედეგად მოკლულია რვა ადამიანი, თავდამსხმელი ორი ტერორისტი კი განეიტრალებულია

ისრაელის საგანგებო სამსახურისა და პოლიციის ცნობით, თელ ავივში სროლის შედეგად მოკლულია რვა ადამიანი, თავდამსხმელი ორი ტერორისტი კი განეიტრალებულია

თელ ავივში სროლის შედეგად მოკლულია რვა მოქალაქე, რამდენიმე კი დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგანგებო სამსახური და პოლიცია ავრცელებს.

სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.

შემთხვევა იაფაში მოხდა.

თავდამსხმელები ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალებში ჩანს, რომ ერთ-ერთი მათგანი ავტომატით იყო შეიარაღებული.